ქავთარაძის მორიგი დუბლი და ყაზახეთის პრემიერლიგის საგზური

0
56

ბექა ქავთარაძემ „ელიმაის“ შემადგენლობაში ყაზახეთის რანგით მეორე ლიგაში მორიგი დუბლი შეასრულა და გუნდს ვადაზე ადრე პრემიერლიგის საგზური გაუნაღდა.
„ელიმაიმ“ სტუმრად თამაზ მაქაცარიას და ლაშა კასრაძის „ჟენისი“ 3:0 დაამარცხა. მე-20 წუთზე ქართველმა ფორვარდმა მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. 34-ე წუთზე „ელიმაიმ“ საჯარიმო გაითამაშა და ქავთარაძემ ერთი შეხებით მეორე გოლი მიითვალა. მან მიმდინარე სეზონში 17 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. 47-ე წუთზე კასრაძემ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო, ხოლო ცოტა ხანში მაქაცარია შეცვალეს.
„ელიმაიმ“ ყაზახეთის პრემიერლიგის საგზური ტურნირის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე მოიპოვა, რაც ქავთარაძის დიდი დამსახურებაა.
ლაშა თაბაგარი