ლიდერმა და ჩემპიონმა ქულები გაიყვეს

0
34

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტური ბათუმში დასრულდა, რომელშიც ადგილობრივმა „დინამომ“ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და დაძაბული ორთაბრძოლა ფრედ დასრულდა.
მატჩის მე-4 წუთზე პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა – 1:0.
37-ე წუთზე თბილისელთა ესპანელმა ახალწვეულმა კიკე ლოპესმა დაახლოებით 26 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა – 1:1.
52-ე წუთზე ოსე ბარნსმა მოედნის ცენტრში გიორგი ზარიას ბურთი აართვა და პასი დავით სხირტლაძეს გაუკეთა, რომელმაც მეარესთან პირისპირ გიორგი ხარაიშვილი გაიყვანა, ამ უკანასკნელმა კი სტუმრები დააწინაურა – 1:2.
67-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი პაატა ღუდუშაური გიორგი კალანდაძემ წააქცია და მთავარმა მსაჯმა გიორგი კიკაჩეიშშვილმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი ვლადიმერ მამუჩაშვილმა შეასრულა და გიორგი ლორიას ხელიდან ბურთი ზედა ძელს მოხვდა, ხოლო ბრაზილიელი ჯოვინო ფლამარიონის დამატებული ისევ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ მოიგერია.
73-ე წუთზე ბათუმელთა პრესინგმა თბილისელთა ნახევარზე თავისი შედეგი გამოიღო და ცოტნე ფაცაციამ კარგი პასით ლორიასთან პირისპირ ღუდუშაური დატოვა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი ბათუმელები 56 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობენ, ხოლო ესპანელი ანდრეს კარასკოს ხელმძღვანელობით თბილისელებს 49 ქულა აქვთ და მეორე ადგილზე არიან.
დინამო ბთ 2:2 დინამო თბ 
ლაშა თაბაგარი