ლოჩოშვილის გუნდმა ქულები დაკარგა

0
76

ლუკა ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში სერია B-ში თავისი მეოთხე მატჩი ჩაატარა შეუცვლელად.
დავიდე ბალარდინის გაშვების შემდეგ, „კრემონეზემ“ ახალი თავკაცის ჯოვანი სტროპას ხელმძღვანელობით პირველი მატჩი ჩაატარა და შინ „ასკოლის“ ვერ მოუგო – 2:2.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, რომელიც სექტემბერში ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში შინ ესპანეთთან (1:7) და სტუმრად ნოვერგიასთან (1:2) მატჩებისთვის შეკრებაზე არ გამოიძახეს, შეუცვლელად ითამაშა.
მასპინძლები მე-13 წუთზე კოდამ დააწინაურა, ხოლო სტუმრებმა ანგარიში 25-ე წუთზე მანზარის დარტყმის მერე გაათანაბრეს. მე-60 წუთზე კოდამ თავისი გუნდი ისევ წინ გაიყვანა, მაგრამ „კრემონეზემ“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 88-ე წუთზე პაბლო როდრიგესის დარტყმის მერე ბურთი თავის კარში გაუშვა.
გასულ სეზონში სერია A-დან გავარდნილი „კრემონეზე“ 7 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.
„სპესიამ“ თავის მოედანზე „რეჯანასთან“ 1:2 წააგო და მასპინძლების განაცხადში მყოფ ივა გელაშვილს არ უთამაშია. „სპეცია“ 1 ქულით მე-18 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი