ჩაკვეტაძის ბოლო 10 წუთი და გამოუყენებელი შანსი

0
57

„უოტფორდი“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, ინგლისის პრემიერშიფის მე-8 ტურში „ლიდსს“ ესტუმრა და სამი უპასუხო ბურთი გაუშვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში ისევ ვერ მოხვდა და მე-80 წუთზე ჩაერთო, როდესაც მასპინძლები 2:0 იგებდმენ. მას მატჩის მიწურულს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, როდესაც „ლიდსის“ საჯარიმოში მარცხნიდან შესული ერთ მცველს გაცდა და დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია. აქვე გეტყვით, რომ უგოლო პირველი ტაიმის მერე, „ლიდსმა“ „უოტფროდის“ კარი 67-ე, 70-ე და მე-80 წუთზე აიღო. „უოტფორდი“ 9 ქულით 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი