იმრანი კარიერას ისრაელში განაგრძობს

0
69

ულად ომარ-იმრანმა თბილისის „დინამოსთან“ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყვიტა და კარეირას ისრაელში განაგრძობს.
წარმოშობით მაროკოელი, მაგრამა ნიდერლანდების მოქალაქე იმრანმა ბეერ-შევას „ჰაპოელთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
იმრანი „დინამოში“ შარშან მაშინდელი მთავარი მწვრთნელის გიორგი ჭიაბრიშვილის ინიციატივით გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 50 მატჩში 23 გოლი გაიტანა, პლუს 12 საგოლე პასი გააკეთა.
მან დინამოელებთან ერთად გასულ სეზონში საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა მოიგო, ხოლო  წელს სუპერთასს დაეუფლა.
ლაშა თაბაგარი