„არსენალის“ კაპიტანმა მარტინ ედეგორმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ნორვეგიელმა შემტევმა ნახევარმცველმა ლონდონელებთან ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.
24 წლის ედეგორმა „არსენალმა“ 2021 წლის ზაფხულში მადრიდის „რეალიდან“ 35 მილიონ ევროდ შეიძინა.
„ახალი კონტრაქტის გაფორმება ბევრი მიზეზის გამო იოლად მოვახერხე. პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ აქ განსაკუთრებულ რაღაცას ვაკეთებთ და მინდა ამის ნაწილი ვიყო. ძალიან შთაგონებული ვარ. ვიპოვე ადგილი, სადაც თავს კარგად ვგრძნობ – სახლში ვარ“ – იუწყება ნორვეგიის ეროვნული გუნდის კაპიტნის ნათქვამს „არენალის“ პრესსამსახური.
ედეგორმა „არსენალის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 112 მატჩში 27 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი გააკეთა. მან მიმდინარე სეზონში 7 თამაშში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





