საბა საზონოვის განცხადებით, რუსეთსა და საქართველოს შორის არჩევანის გაკეთეა მისთვის იოლი არ იყო.
“დედა ქართველი მყავს, ხოლო მამა – რუსი.არჩევანის გაკეთება რთული იყო, მაგრამ მიხარია, რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატში ვითამაშე. “ტორინოში” ყოფნა ოცნებაა და იტალიის ჩემპიონატში თამაშს მოუთმენლად ველოდები” – იუწყება საქართველოს ეროვნული ნაკრების ნათქვამს Toro Goal.
საზონოვმა “ტორინოსთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მის სანაცვლოდ მოსკოვის “დინამომ” 3 მილიონი ევრო მიიღო.
ქართველი ფეხბურთელი მოსკოვურ კლუბში 2021-2023 წლებში თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 44 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი




