ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის საუკეთესო შეხვედრა მიუნხენში შედგა, სადაც ადგილობრივმა „ბაიერნმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიიღო და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა.
შეხვედრის 28-ე წუთზე სანემ „კედელი“ კეინთან გაითამაშა და საჯარიმოს გარედან დაარტყა – ონანამ ბურთი „იღლიის“ ქვეშ გაუშვა. 32-ე წუთზე სანეს პასით გნაბრიმ მეტოქის კარი მეორედ აიღო. 49-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ჰოილუნდმა შეამცირა, რომელმაც მანჩესტერელთა მაისურით პირველი გოლი გაიტანა. 53-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი კეინმა გამოიჩინა, რომელმაც პენალტი გამოიყენა.
88-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფმა კაზემირომ ვარდნაში შეაგდო, ხოლო ტელმა ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე მასპინძლები ისევ ორი ბურთით დააწინაურა. 95-ე წუთზე კაზემირომ დუბლი შეასრულა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და „ბაიერნმა“ 4:3 მოიგო. ცნობისთვის, კაზემირომ ერთი წლის განმავლობაში ორი დუბლი პირველად შეასრულა.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ 1978 წლის შემდეგ პირველად ერთ თამაშში 3 ან მეტი გოლი პირველად გაუშვა. ინგლისურმა გუნდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში 6 შეხვედრიდან 4 წააგო – ნოდერლანდელი ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით გუნდი მიჯრით 3-ჯერ პირველად დამარცხდა. ბოლოს მსგავსი შედეგი 2019 წელს ოლე-გუნარ სულშერს ჰქონდა.
„იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგაში ერთ შეხვედრაში 4 გოლი მეორედ გაუშვა. პირველად მსგავსი რამ 1994 წელს მოხდა, როდესაც ალექს ფერგიუსონის გაწვრთნილი გუნდი „ბარსელონასთან“ 0:4 დამარცხდა.
„ბაიერნს“ ზედიზედ 35 მატჩია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არ წაუგია და მიჯრით 14 თამაში მოიგო, რაც რეკორდია.
ლაშა თაბაგარი





