საქართველოს ნაკრები რეიტინგში ერთი პოზიციით დაქვეითდა

0
55

საქაართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ფიფა-კოკა/კოლას რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითდა.
ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი აგვისტოს თვეში 78-ე ადგილზე იყო, ხოლო სექტემბერში – 79-ეა.
ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში A ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეებს რაც შეეხება, ესპანეთი მე-10 ადგილზეა, შოტლანდია – 31-ე, ნორვეგია – 43-ე, ხოლო კვიპროსი – 118120-ე.
რეიტინგს მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა ლიდერობს, მეორე ადგილზე ვიცეჩემპიონი საფრანგეთია, მესამეზე კი – ბრაზილია.
ლაშა თაბაგარი