დანიის „კოპენჰაგენმა“, რომელშიც დავით ხოჭოლავა ირიცხება, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სტარტზე სტამბოლში სამი ქულის აღების რეალური შანსი დაკარგა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს ისევ არ უთამაშია, მაგრამ ორივე მუხლზე გადატანილი ოპერაციის მერე, მისი რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიდის და იმედია მოედანზე მალე დაბრუნდება.
„გალათასარაისთან“ შეხვედრის 35-ე წუთზე ანგარიში ელიუნუსიმ გახსნა, ხოლო 58-ე წუთზე დიოგო გონსალვეშმა მეტოქის კარი მეორედ აიღო.
„გალათასარაიმ“ ქულა მატჩის მიწურულს გადაარჩინა – 86-ე წუთზე ბოემ გამოიჩინა, ორ წუთში კი ტეტემ ანგარიში გაათანაბრა.
„კოპენჰაგენი“ ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო შეხვედრას 3 ოქტომბერს შინ მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





