დემჩენკომ ყოფილ გუნდს მოუგო – წიტაიშვილის პირველი გოლი საქართველოში

0
46

ანატოლი დემჩენკომ ბათუმის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, თავის ყოფილ გუნდ გორის „დილასთან“ პირველი მატჩი ჩაატარა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში ბათუმელები გორს ეწვივნენ და ირაკლი მოდებაძის გაწვრთნილ გუნდს ორბურთიანი სხვაობით აჯობეს.
მატჩის მე-2 წუთზე ბათუმელმა ფეხბურთელმა თავისი ნახევრიდან პარი წიტაიშვილის მისამართით გააკეთა, რომელსაც ბურთი მას მერე მიუვიდა რაც რევაზ ჩიტეიშვილმა თავით ცუდად ითამაშა და საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა მეტოქის სისწრაფეში დაჩაგვრის შემდეგ საჯარიმოში შესულმა ანგარიში გახსნა – 0:1, მან ეროვნულ ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
მე-14 წუთზე პაატა ღუდუშაურმა მარჯვენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და გორელთა კარის შორეულ ძელთან მდგომმა ხარაბაძემ მახვილი კუთხიდან თავით ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა – 0:2. ამ შემთხვევაში „დილას“ უკრაინელი მეკარე ევგენ კუჩერენკო აშკარად შეცდა.
58-ე წუთზე „დინამოს“ კონტრშეტევის დროს წიტაიშვილმა გრძელი პასი პაატა ღუდუშაურს გაუკეთა, რომელიც მოწინააღმდეგის საჯარიმოს მიუახლოვდა და ზუსტად დაარტყა – 0:3,
67-ე წუთზე „დილას“ ანგარიშში სხვაობის შემცირება შეეძლო, მაგრამ კოვტალიუკის დარტყმის მერე, როინ კვასხვაძემ ბურთი ხელებში „გააქვავა“ ცნობისთვის, გორელებმა მიმდინარე სეზონში თერთმეტმეტრიანი პირველად შეასრულეს.
მე-80 წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა სტუმართა საჯარიმოში დინამოელტა მცველის მოგერიებული ბურთი მიიღო და შორეულ კუთხეში გაიტანა.
ბათუმის „დინამოს“ 55 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია – უახლოეს მდევარ თბილისის „დინამოს“ 7 ქულით ასწრებს. „დილა“, რომელსაც დემჩენკოს წასვლის მერე საქმე კარგად არ მისდის, 41 ქულით მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი