ჩოგაძემ და იმნაძემ ყაზახეთში გაიტანეს

0
62

თემურ ჩოგაძემ ყაზახეთის პრემიერლიგაში მიმდინარე სეზონში თავისი მეოთხე გოლი გაიტანა.
მე-20 ტურში ყარაგანდის „შახტიორი“, რომელშიც ქართველი შემტევი ნახევარმცველი გამოდის შინ „ოკჟეტპესს“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა. ჩოგაძემ 29-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე გვერდი ორ მეტოქეს აუარა და საჯარიმოს გარედან „ცხრიანში“ ეფექტური გოლი გაიტანა. ყარაგანდელები 23 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზე არიან.
იმავე ტურში თავი ლუკა იმნაძემაც გამოიჩინა., რომლის „ყიზილ-ჟარმა“ გასვლაზე „კასპიის“ 2:1 აჯობა. ქართველი ფორვარდი სასტარტოში იყო და 61-ე წუთზე მისი დარტყმის მერე ანგარიში 2:0 გახდა. „ყიზილ-ჟარი“ 33 ქულით მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი