გიორგი ჩაკვეტაძე ჯერჯერობით „უოტფორდის“ სასტარტოში ვერ ხვდება. ინგლისის ჩემპიონშიფის მე-3 ტურში უოტფორდელები სტუმრად „სტოკ სიტის“ შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო. მასპინძლებიდან ერთდერთი გოლი 53-ე წუთზე ანდრე ვიდიგალმა გაიტანა. „უოტფორდი“ 4 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-4 ტურში გრაცის „შტურმმა“ გასვლაზე „ლუშტენაუს“ 1:0 აჯობა. გრაცელთა შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა 70 წუთი ითამაშა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-5 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
„შტურმი“ 10 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და ქულით სჯობს „ზალცბურგს“, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს.
სერბეთის სუპერლიგის მე-4 ტურში “ვოივოდინამ” შინ ნიშის “რადნიჩკის” 3:2 აჯობა. გურამ გიორბელიძემ მასპინძლებში 63-ე წუთიდამ ითამაშა.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-2 ტურში “ლევანტემ” თავის მოედანზე “ბურგოსს” 3:2 სძლია. ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ვალენსიელების სასტარტოში ამჯერად ვერ მოხვდა და მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა.
ლაშა თაბაგარი




