მამარდაშვილი ლა ლიგაში გალიდერდა

0
66

“ვალენსიამ”, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგის სტარტზე ზედიზედ მეორე თამაში მოიგო. მეორე ტურში ვალენსიელები თავის მოედანზე “ლას პალმასს” შეხვდნენ და 1:0 გაიმარჯვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა და დიდი დატვირთვა არ ჰქონია. “ვალენსიას” ანგარიშის გახსნა პირველ ტაიმში შეეძლო, როდესაც ტიერი კორეამ შეტევა წამოიწყო და მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ კიპერს ვერ აჯობა.
74-ე წუთზე ხავი მუნიოსმა თავის საჯარიმოში მაღალ ბურთზე ორთაბრძოლის დროს ხელით ითამაშა და რეფერის ვიდეოასისტენთან გადამოწმების შემდეგ მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც პეპელუმ გამოიყენა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და “ვალენსია” 6 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
ლაშა თაბაგაარი