გიორგი მიქაუტაძემ თავის კარიერის მანძილზე საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი გოლი გაიტანა. “მეცი”, რომელშიც საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი გამოდის მე-2 ტურში შინ “მარსელს” შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
მიქაუტაძე სასტარტო შემეადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე მასპინძლები დააწინაურა – კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ ბურთი საჯარიმოში მიიღო, რის შემდეგ მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 2:1. იმ მომენტში მეცელები კაცნაკლული იყვნენ, რადგან 56-ე წუთზე ლო გაუძევეს.
აქვე გეტყვით, რომ სტუმრებიდან მე-14 წუთზე ანგარიში სოგლომ გახსნაა, ხოლო 65-ე წუთზე საბალიმ საპასუხო ბურთი გაიტანა. ვიტინიამ 82-ე წუთზე “მეცის” კარი მეორედ აიღო. მიქაუტაძე 84-ე წუთზე შეცვალეს.
“მეცს” ორი ტურის მერე 1 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





