კვარაცხელია სერია A-ს პირველ ტურს გამოტოვებს

0
57

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს პირველ ტურს გამოტოვებს. „ნაპოლის“ ოფიციალური განცხადების თანახმად, საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბს გადაღლის გამო დღეს სრული დატვირთვით არ უვარჯიშია და გუნდს ვერც „ფროზინონესთან“ სტუმრად გასამართ შეხვედრაში დაეხმარება.
კვარაცხელიამ 2022-2023 წლების სეზონში, რომელიც მისთვის სადებიუტო იყო, სერია A-ში 34-ჯერ (30-ჯერ სასტარტოში) ითამაშა და 12 გოლი გაიტანა, პლუს 10 საგოლე პასი გააკეთა. მან ჩემპიონთა ლიგაში 9 მატჩი გამართა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო, ხოლო 4-თანაგუნდელებს გაატანინა. გარდა ამისა, კვააცხელიამ ყველა ტურნირში 4 პენალტი გამოიმუშავა. ის სერი A-ს საუკეთესო მოთამაშე და ასისტენტი გახდა. ამასთანავე ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს.
შეგახსენებთ, რომ „ფროზინონეში“ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების გარემარბი გიორგი კვერნაძე ირიცხება, რომელიც იტალიურმა კლუბმა ერთწლიანი იჯარით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე ფოთის „კოლხეთიდან“ აიყვანა.
ლაშა თაბაგარი