ლონდონის „ჩელსიმ“ „საუთჰემპტონიდან“ ნახევარმცველი რომეო ლავია შეიძინა. 19 წლის ბელგიელმა ფეხბურთელმა ლონდონე;ლებთან 7-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ლავია სანაცვლოდ „ჩელსი“ 53 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდის და კიდევ 3 მილიონი ბონუსის სახითაა გათვალისწინებული.
ახალგაზრდა ბელგიელმა გასულ სეზონში „საუთჰემპტონის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 34 მატჩში 1 გოლი გაიტანა.





