ბაქოს „საბაჰი“, რომელშიც დავით ვოლკოვი თამაშობს, კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა.
აზერბაიჯანელებმა კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თავის მოედანზე ბელგრადის „პარტიზანი“ 2:0 დაამარცხა. საპასუხო თამაშის ძირითადი დრო 2:0 დასრულდა სერბების სასარგებლოდ. დამატებითმა დრომ გაამრჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო ბელგრადელებმა პენალტების სერიაში 5:4 გაიმარჯვეს.
საქართველოს ნაკრების ფორვარდი ვოლკოვი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი





