პოზნანის „ლეხმა“, რომლის ღირსებას ნიკა კვეკვესკირი იცავს, ევროთასებზე გამოსვლა დაამთავრა. კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრაში პოლონელებმა შინ ტრნავის „სპარტაკს“ 2:1 აჯობეს, ხოლო სტუმრად 1:3 წააგეს და ტურნირიდან გავარდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი ტრნავაში ჩატარებულ მატჩში თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია. მან მიმდინარე სეზონში „ლეხში“ მხოლოდ ერთი თამაში ჩაატარა – პოზნანის ტრნაველთა წინააღმდეგ.
ლაშა თაბაგარი





