ოქსლეის-ჩემბერლენი „ბეშიქთაშში“ ითამაშებს

0
25

ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას თურქეთის სუპერლიგაში განაგრძობს. ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა გარემარბმა „ბეშიქთაშთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. ის სტამბოლურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუწერთდა.
ოქსლეიდ-ჩემბერლენი კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ 1,5 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო წელიწადში მისი ხელფასი 2,5 მილიონი ევრო იქნება. გარდა ამისა, მას ყოველი მატჩის ჩატარებისთვის 10000 ევროს გადაუხდიან.
ოქსლეიდ-ჩემბერლენი ბოლო 6 სეზონის განმავლობაში „ლივერპულში“ გამოდიოდა, სადაც ყველა ტურნირში ჩატარებულ 146 მატჩში 18 გოლი გაიტანა.