„რომამ“ მატიჩი გაასხვისა

0
32

„რომამ“ ნემანია მატიჩი საფრანგეთის ლიგა 1-ში მოასპარეზე „რენში“ გაყიდა. სერბმა ნახევარმცველმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.
35 წლის ფეხბურთელი იტალიური გუნდიდან მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტის გამო წავიდა, არადა, წლების განმავლობაში პორტუგალიელი სპეციელისტის ერთ-ერთ საყვარელ მოთამაშედ მიიჩნეოდა. ის „რომას“ გასული სეზონის წინ შეუერთდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 50 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
მანამდე, მატიჩი „ჩელსიში“, „ბენფიკაში“ და „მანჩესტერ იუნაიეტედში“ გამოდიოდა.