გოჩოლეიშვილის ორი საგოლე პასი უკრაინაში

0
16

გიორგი გოჩოლეიშვილისთვის უკრაინის პრემიერლიგის მე-3 ტური წარმატებული აღმოჩნდა. დონეცკის „შახტარმა“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენაფლანგელი გამოდის, „ოლექსანდრიას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მატჩის მე-7 წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა გოჩოლეიშვილმა ზუსტი პასი გაუკეთა სიკანს, რომელმაც თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.
31-ე წუთზე გოჩოლეიშვილმა მეტოქის ნახევარზე მოწინააღმდეგე ფეხბურთელის გადაცემა ჩაჭრა და მარჯვნიდან „ოლექსანდრიას“ საჯარიმოში ლასინა ტრაორეს ჩააწოდა, ამ უკანასკნელმა კი ვარდნაში თავით გაიტანა. „ოლექსანდრიადან“ თავი მე-60 წუთზე სკორკომ გამოიჩინა.
მოქმედი ჩემპიონი „შახტარი“ 7 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი