ნეიმარიც საუდის არაბეთში წავიდა

0
77

ნეიმარი საუდის არაბეთის კლუბ „ალ ჰილალაში“ ითამაშებს. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Équip-ის ინფორმაციით, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა ავტომატურად ერთი წელი გაგრძელდება.
პსჟ, რომელმაც თავის დროზე ნეიმარი „ბარსელონადან“ 222 მილიონ ევროდ შეიძინა, „ალ ჰილალისგან“ 120 მილიონ ევროს მიიღებს. თავად ფეხბურთელი 2 წლის განმავლობაშო 160 მილიონ ევროს გამოიმშავებს.
„ალ ჰილალის“ მთავარი მწვრთნელი ცნობილი პორტუგალიელი სპეციალისტი ჟორჟე ჟესუსია. ამ გუნდში თამაშობენ სენეგალელი კალიდუ კულიბალი, პორტუგალიელი რუბენ ნევეში, პერუელი ანდრე კარილიო და მალელი მუსა მარეგა.
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატში ისეთი ვარსკვლავები გამოდიან, როგორიც კრიშტიანუ რონალდუ და ქარიმ ბენზემა არიან.
ლაშა თაბაგარი