მადრიდის „რეალმა“ ტრავმირებული ტობო კურტუას ნაცვლად ლონდონის „ჩელსიდან“ ერთწლიანი იჯარით ესპანელი მეკარე კეპა არისაბალაგა დაიმატა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
კურტუამ ვარჯიშზე მარცხენა მუხლის წინ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და შესაძლოა მთელი სეზონი გამოტოვოა ან მისი უდიდესი ნაწილი.
მიუხედავად იმისა, რომ კეპა მოლაპარაკებას „ბაიერნთან“ აწარმოებდა, მადრიდელთა წინადადებას მაშინვე დათანხმდა. მისი იჯარა “რეალს” მილიონი ევრო დაუჯდება.
ბასკი გოლკიპერი „ჩელსიმ“ 2018 წელს ბილბაოს „ატლეტიკიდან“ 80 მილიონ ევროდ შეიძინა.




