რობერტო მანჩინიმ იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა, რის შესახებ ნახსენები ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია იუწყება.
58 წლის მანჩინი „სკუადრა აძურას“ 2018 წლიდან ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით იტალიელებმა ევრო 2020 მოიგეს – ფინალში ინგლისის აჯობეს (ძირითადი დრო 1:1, 3:2 პენ.). თუმცა, შემდეგ მანჩინის შეგირდები მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდნენ.
ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში იტალიელებს 2 ტურის შემდეგ 3 ქულა აქვთ და ჯგუფში მე-3 ადგილზე არიან.



