თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ესპანელი ანდრეს კარასკოს დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა.
21-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს დინამოელები დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე „გაგრას“ შეხვდნენ და 6:1 დაამარცხეს.
შეხვედრის მე-15 წუთზე ანგარიში უკრაინელი მცველის ანატოლი კოზლენკოს ავტოგოლის მერე გაიხსნა. 27-ე წუთზე ზურაბ მუსელიანმა საპასუხო ბურთი გაიტანა.
ამის შემდეგ ულად-ომარ იმრანის ჯერი დადგა, რომელმაც „გაგრას“ კარი 33-ე, 44-ე და პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე აიღო.
57-ე წუთზე მასპინძლები დავით სხირტლაძემ დაამწუხრა, რომელმაც 64-ე წუთზე დუბლი მიითვალა.
„დინამო“ 37 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა, ხოლო გიორგი ონიანის გაწვრთნილი „გაგრა“ 18 ქულით მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი




