„მეცი“ „რენთან“ განადგურდა – მიქაუტაძე საგოლე პასი გამოირჩა

0
61

„მეცისთვის“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის საფრანგეთის ლიგა 1-ში სტარტი საშინელი აღმოჩნდა.
პირველ ტურში მეცელები სტუმრად „რენს“ დაუპრისპირდნენ და 1:5 წააგეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა და 21-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში მისი გადაცემის შემდეგ მაზიზმა ანგარიში გაათანაბრა, ერთი წუთით ადრე მასპინძლებიდან თავი კალიმუენდომ გამოიჩინა.
51-ე წუთზე „რენი“ გუირიმ დააწინაურა, ხოლო 67-ეზე „მეცის“ კარი დოკუმ აიღო. იბრაჰიმ სალაჰმა 87-ე და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე დუბლი შეასრულა.
ლაშა თააბაგარი