ავსტრიის ბუნდესლიგის სტარტზე ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, გრაცის „შტურმმა“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, მე-3 ტურში შინ მხოლოდ ქულა აიღო.
გრაცელები „კლაგენფურტი“ მიიღეს და გუნდებმა გატანილი გოლების გარეშე დაშორდნენ – 0:0. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგელობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. მასპინძლებმა თამაში 10 კაცით დაასრულეს, რადგან 34-ე წუთზე ფეხბურთელი გაუძევეს. „შტურმი“ 7 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
თავისი თამაში ვერ მოიგო სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერმა“, რომელის საკუთარ მოედანზე „ლუშტენაუს“ დაუზავდა – 1:1. ალთუნაშვილი სასტაროში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „ვოლფსბერგერი“ 5 ქულით მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი



