აბურჯანიას საგოლე პასი სადებიუტი მატჩში

0
15

გიორგი აბურჯანიამ „ჰათაისფორში“ ჩატარებულ თავის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში საგოლე პასი მიითვალა.
თურქეთის სუპერლიგაში ახალი სეზონის სტარტზე ჰათაელები სტუმრად დებიუტანტ „პენდიკსფორს“ შეხვდნენ და 5:1 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს. მან 85-ე წუთზე, როდესაც 4:0 იგებდნენ, გამოზომილი პასით  მეტოქის მეკარესთან პირისპირ დელე-ბაშირუ გაიყვანა, რომელმაც მეხუთე გოლი გაიტანა.
აბურჯანია „ჰათაისფორს“ მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა და ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ასევე კარიერის მანძილზე  რუსთავის „მეტალურგში“, გორის „დილაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, კვიპროსის ფამაგუსტას „ანორთოსისში“, ესპანეთის ტარაგონას „ხიმნასტიკში“, „სევილია II”-ში, „ლუგოში“, „ოვიედოში“. „კარტახენაში“ , ნიდერლანდების „ტვენტეში“ და პორტუგალიის „ჟილ ვისენტეში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი