„კარლსრუე“, რომელშიც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, გერმანიის თასს გამოეთიშა. 1/32-ფინალში კარლსრიელები სტუმრად „ზაარბრიუკენს“ შეხვდა და 1:2 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლები 47-ე წუთზე ცივეიამ დააწინაურა. 65-ე წუთზე შტინდლმა ანგარიში გაათანაბრა. 90-ე წუთზე ბრუნკერმა „კარლსრუეს“ კარი აიღო და „ზაარბრიუკენი“ შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
ლაშა თაბაგარი





