მამარდაშვილმა ლა ლიგაში სეზონი გამარჯვებით გახსნა

0
71

„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცვს, ესპანეთის ლა ლიგაში სეზონი ევროპა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ „სევილიასთან“ სტუმრად მოპოვებული სამი ქულით გახსნა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა და პრინციპში ბევრი საქმეც არ ჰქონია. მას წვლილი არც გაშვებულ გოლში მიუძღვის. შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
მე-60 წუთზე სტუმართა კონტრშეტევის დროს მეტოქის ნახევარზე მყოფმა ანდრე ალმეიდამ მარჯვენა ფლანგიდან „სევილიას“ საჯარიმოში დიაჰაბი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გაიტანა.
69-ე წუთზე სუსომ ზუსტი გადაცემა გაუკეთა „ვალენსიას“ საჯარიმოში გახსნილ ენ-ნესირის, რომელმაც მცველების შეცდომით ისარგებლა და როგორც იტყვიან მამარდაშვილის კარი „გახვრიტა“.
81-ე წუთზე „სევილია“ კაცნაკლული დარჩა, რადგან უხეშობისთვის ბადე გააძევეს. ამ ეპიზოდიდან ხუთ წუთში უგო დურომ მარცხენა ფრთიდან ბურთი მასპინძლების საჯარიმოში ხავი გერას გადააწოდა, რომელმაც „ცხრიანში“ შეაგდო – 1:2.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში მამარდაშვილმა სუსოს შორეული დარტყმული გაანეიტრალა.
ლაშა თაბაგარი