გიორგი კვერნაძის ოფიციალური დებიუტი “ფროზინონეში” იტალიის თასზე შედგა. 1/32 ფინალში სერია A-ში დაბრუნებულმა “ფროზინონემ” სერია B-შ მოასპარეზე “პიზა” მიიღო და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. მატჩში ერთადერთი გოლი სტუმართა ფეხბურთელმა კანესტრელიმ საკუთარ კარში გაიტანა.
20 წლის კვერნაძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო. ის 87-ე წუთზე სახიფათოდ დაემუქრა მეტოქის კარს, რომელიც საბოლოოდ ვერ აიღო. “ფროზინონე” მომდევნო შეხვედრას 19 აგვისტოს იტალიის სერია A-ში შინ მოქმედ ჩემპიონ “ნაპოლისთან” ჩაატარებს, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის.
შეგახსენებთ, რომ “ფროზინონემ” კვერნაძე ერთი წლით კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ ფოთის “კოლხეთიდან” იჯარით აიყვანა.
ლაშა თაბაგარი





