პსჟ-მ ლისაბონის „ბენფიკადან“ იჯარით თავდამსხმელი გონსალუ რამუში აიყვანა, რის შესახებ ფრანგული გრანდი იუწყება.
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იჯარის ამოწურვის შემდეგ პსჟ ვალდებულია პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ტრანსფერი 65 მილიონ ევროდ გამოისყიდოს და პლუს 15 მილიონი ბონუსის სახითაა გათვალისწინებული,
22 წლის რამუში „ბენფიკას“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2019 წლიდან თამაშობდა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 106 მატჩში 41 გოლი გაიტანა.
რამუშმა პორტუგალიელებთან ერთად შარშან ყატარში მსოფლიო ჩემპიონატში ითამაშა და 1/8-ფინალში შვეიცარიასთან 6:1 მოგებულ მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა, პლუს საგოლე პასი გააკეთა.
ის ჩეხი ტომას სკუხრავის მერე პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პლეი-ოფში ჰეთ-თრიქი მიითვალა. სკუხრავიმ ეს 1990 წელს იტალიაში გამართულ მუნდიალზე მოახერხა.
გარდა ამის, რამუში გერმანელი მიროსლავ კლოზეს შემდეგ პირველი მოთამაშეა, ვინც თავის სადებიუტო მსოფლიო პირველობაზე ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა. კლოზემ ასეთი შედეგი 2002 წელს იაპონია-სამხრეთ კორეაში გამართულ ტურნირზე აჩვენა.





