
„ბორდოსთვის“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 2-ში სეზონის სტარტი წარუმატებელი აღმოჩნდა.
რუმინელი ლადისლაუ ბოლონის გაწვრთნილი გუნდი პირველ ტურში სტუმრად პო-ს შეხვდა და 0:3 წააგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს.
გასული სეზონის დასრულების შემდეგ, დავითაშვილმა „ბორდოსთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. მან 2022-2023 წლების სეზონში ჟირონდელთა შემადგენლობაში ლიგაში 2-ში ჩატარებულ 31 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლა პასი გააკეთა.
დავითაშვილი ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში 4-ჯერ მოხვდა.
ლაშა თაბაგარი




