„მილანმა“ ესპანეთის „ვალენსიადან“ ნახევარმცველი იუნუს მუსა შეიძინა, რის შესახებ იტალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
აშშ-ს ეროვნული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელმა „როსონერისთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. ის ახალ გუნდში 80-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მის სანაცვლოდ „ვალენსია“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, 20 მილიონ ევროს მიიღებს.
მუსა „ვალენსიაში“ 2020 წლიდან თამაშობდა. მან „ღამურების“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 108 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.





