აგდამის „ყარაბაღი“, რომელშიც ლუკა გუგეშაშვილი გამოდის, ჩემპიონთა ლიგას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა.
აზერბაიჯანულმა გუნდმს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი სტუმრად პოლონეთის ჩემპიონ „რაკუვთან“ 2:3 წააგო, ხოლო სახლში 1:1 ითამაშა და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე პოლონეთში ჩატარებული შეხვედრის მსგავსად, ამკერადაც სათადარიგოთა შორის იყო.
ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე დანიის „კოპენჰაგენი“, რომლის ღირსებას დავით ხოჭოლავა იცავს. კოპენჰაგენელბმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის გარეშე ისლანდიის „ბრეიდაბლიკს“ სტუმრად 2:0 აჯობეს, ხოლო სახლში 6:3 მოუგეს.
ხოჭოლავამ ივლისის დასაწყისში მარჯვენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ამიტომ ვერ თამაშობს. მანამდე, მას ანალოგიური ქირურგიული ჩარევა მარცხენა მუხლზე დასჭირდა.
ლაშა თაბაგარი





