ძაური: “დინამო” ძალიან არ მაშინებს”

0
55

“ჰამრუნ სპარტანსის” მთავარ მწვრთნელ ლუჩანო ძაურის თბილისის “დინამო” ძალიან არ აშინებს და თავისი გუნდის შესაძლებლობის სჯერა. იტალიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მოქმედ ჩემპიონთან ხვალ “დინამო არენაზე” გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც გუნდის ფეხბურთელი კამენძულიც დაესწრო.
„პირველ მატჩში კარგ შედეგს მივაღწიეთ, კარგი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც „დინამო თბილისია“, რომელსაც ჰქონდა თავისი შანსები, მაგრამ ჩვენ უკეთ გამოვიყენეთ მომენტები, რომლებიც შევქმენით. ხვალაც მსგავს თამაშს ველოდები. მეტოქეს ნამდვილად სურს შედეგის გამოსწორება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ და გვინდა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მაქსიმუმი გავაკეთოთ.
მეტოქე გუნდი ძალიან არ მაშინებს, ჩემი გუნდის მჯერა და მასზე ვარ კონცენტრირებული. ძალიან კარგად ვიცით „დინამოს“ ძალა, მაგრამ არ გვეშინია და მზად ვართ ჩვენი თამაშის სათამაშოდ. გვინდა ოცნება გავაგრძელოთ და მზად ვართ, რაც მნიშვნელოვანია.
არ ვფიქრობთ იმაზე, რომ უპირატესობა გვაქვს. ყველაფერს ისე ვუდგებით, თითქოს 0:0 იყოს, ვიცით მეტოქის ძალა, შესაბამისად, 0:0-დან უნდა დავიწყოთ თამაში, 90 წუთი და შეიძლება მეტიც, მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ და არა მეტოქეზე, რომელიც ნამდვილად ძალიან კარგი გუნდია.
ვიცით, რომ აქ კარგად გულშემატკივრობენ, მაგრამ ყველა გუნდისთვის და ასევე ჩვენთვისაც ასეთ გარემოში თამაში სასიამოვნო იქნება. ჩვენთვის მთავარია, რომ კონცენტრირებული ვიყოთ და პირველივე წუთიდან მივყვეთ იმ გეგმას, რომელიც დასახული გვექნება“,.
მომავალი მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაოწყება. შეგახსენებთ, რომ “დინამომ” პირველი თამაში სტუმრად 1:2 წააგო.