„სევილიამ“ ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ ნახევარმცველი ჯიბრი სოუ შეიძინა.
ესპანურმა კლუბმა შვეიცარიის ეროვნული გუნდის ფეხბურთელში 14 მილიონი ევრო გადაიხადა. სოუმ სევილიელებთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. მას გერმანელებთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულში ეწურებოდა.
სოუ „აინტრახტში“ 2019 წლიდან გამოდიოდა და 120 მატჩში 7 გოლი გაიტანა. ის შვეიცარიის ნაკრებში 2018 წლიდან გამოდის და 38-ჯერ ითამაშა.





