საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ და სანდრო მამუკელაშვილმა კაინასში ლიეტუვასთან 102:104 წაგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთეს.
თორნიკე შენგელია: “მოსამზადებელი თამაში იყო. დასანანია, რომ წავაგეთ, მაგრამ ამ თამაშებს უფრო პოზიტიურად უნდა შევხედოთ, ბევრი დადებითის დანახვა შეიძლება. უნდა ვისწავლოთ, როგორ დავიწყოთ უკეთ თამაში, არ უნდა მივცეთ მეტოქეს ასეთი დიდი სხვაობით გაქცევის საშუალება. თუმცა, ყველაზე ძალიან რაც მომეწონა, იყო ის, რომ მეორე ნახევარში რეაგირება მოვახდინეთ. უფრო გუნდურად, აქტიურად ვითამაშეთ დაცვასა და შეტევაში, რამაც შედეგი გამოიღო”.
სანდრო მამუკელაშვილი: “ვფიქრობ, რომ ჩვენი მაქსიმუმი გამოვავლინეთ. წავაგეთ, მაგრამ 15-20 ქულით ვაგებდით, დავბრუნდით თამაშში და ყველაფერი გავაკეთეთ ბოლო წამამდე შანსი გვქონოდა. ვამაყობ ამ ბიჭებით, ძალიან ბევრი გუნდი დანებდებოდა, მაგრამ ყველა ერთად შევიკარით, წუთშესვენებებზე კარგად ვილაპარაკეთ, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მაქსიმუმი უფრო მეტად გაგვეღო. ჩემი აზრით, მეორე ამხანაგური მატჩისთვის კარგი თამაში იყო. წინ კიდევ ბევრი მატჩია და დარწმუნებული ვარ, უფრო და უფრო კარგად შევეწყობით ერთმანეთს”.





