ლონდონის „ჩელსიმ“ ფრანგული „რენიდან“ ნახევარმცველი ლესლი უგოჩუკვუ შეიძინა. წარმოშობით ნიგერიელმა, მაგრამ საფრანგეეთის მოქალაქე 19 წლის ნახევარმცველმა 7-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ინგლისურმა კლუბმა მის სანაცვლოდ 27,5 მილიონი ევრო გადაიხადა. უგოჩუკვუ „რენის“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2020 წელს დააწინაურეს. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 60 მატჩში ერთი ბურთი გაიტანა.
უგოჩუკვუმ საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებში 9-ჯერ ითამაშა და 2 გოლი მიითვალა.





