“გაგრას” გიორგი ონიანი გაწვრთნის

0
112

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ერთ-ერთ აუტსადერ “გაგრას” ახალი მთავარი მწვრნელის ჰყავს. გუნდს “ზესტაფონის” ყოფილი ცენტრალური მცველი გიორგი ონიანი გაუძღვება. 39 წლის ონიანმა მიმდინარე სეზონი კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ამჟამინდელი ლიდერის “გარეჯის” თავკაცად დაიწყო, მაგრამ შემდეგ კლუბი დატოვა. მანამდე, ის ორჯერ ლანჩხუთის “გურიას” ავარჯიშებდა და ასევე ბათუმი “დინამო 2”-საც ხელმძღვანელობდა.
აქვე გეტყვით, რომ “გაგრაში” გააგრძელებს თავის კარიერას ნიკა ბჟალავა, ხოლო კლუბის აღმასრულებელი დირექტორი ამიერიდან ვიქტორია დურგლიშვილი იქნება.
ლაშა თაბაგარი