სადიო მანე კარიერას საუდის არაბეთის „ალ ნასრში“ განაგრძობს. სენეგალის ეროვნული ნაკრების თავდაამსხმელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმებს. მის სანაცვლოდ მიუნხენის „ბაიერნი“ 28-30 მილიონ ევროს მიიღებს. თავად მანე „ალ ნასრში“ წელიწადში 40 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
სენეგალელი ზაფხლის სატრანსფერო პერიოდში „ალ ნასრის“ მეოთხე შენაძენია მარსელო ბროზოვიჩის, ალექს ტელესისა და საკო ფოფანას შემდეგ.
მანე „ბაიერნში“ გასული სეზონის წინ „ლივერპულიდან“ გადავიდა. მან გერმანული გუნდის შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 38 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. აფრიკელმა მიუნხენელებთან ერთად გერმანიის ბუნდესლიგა და სუპერთასი მოიგო.




