ურუგვაული ფეხბურთის ლეგენდამ კარიერა დაასრულა

0
78

ურუგვაული ფეხბურთის ერთ-ერთმა ლეგენდამ დიეგო გოდინმა კარეირა დაასრულა.
„დრო მოვიდა. მადლობა ფეხბურთო“ – დაწერა გოდინმა სოციალურ ქსელში.
37 წლის ცენტრალური მცველი კარიერის განმავლობაში ურუგვაულ „სეროში“, „ნასციონალში“, „ვილიარეალში“, მადრიდის „ატლეტიკოშის“, მილანის „ინტერში“, „კალიარიში“, „ატლეტიკო მინეიროში“ და „ველეს სარსფილდში“ გამოდიოდა. მან საერთო ჯამში საკლუბო დონეზე კარიერაში 722 მატჩი ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა.
გოდინმა კარიერის ყველაზე წარმატებული პერიოდი „ატლეტიკოში“ გაატარა, რომლის მაისურით თითოჯერ ესპანეთის ლა ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერთასი მოიგო, ხოლო ორჯერ ევროპა ლიგის თასს დაეუფლა.
მან 2005-2022 წლებში ურუგვაის ნაკრებში 161-ჯერ იასპარეზა და მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღ0. გოდინმა ურუგვაელებთან ერთად 2011 წელს კოპა ამერიკაზე გაიმარჯვა.