„ჩელსიმ“ დისასიში „მონაკოს“ 45 მილიონი გადაუხადა

0
63

ლონდონის „ჩელსიმ“ ფრანგული „მონაკოდან“ მცველი აქსელ დისასი შეიძინა. 25 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა ლონდონელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მის სანაცვლოდ „მონაკო“ 45 მილიონ ევროს მიიღებს.
დისასი „მონაკოში“ 2020 წელს „რეიმსიდან“ გადავიდა. მან გუნდის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 129 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
„ჩელსის“ ახალწვეულმა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 4-ჯერ ითამაშა.