„დინამოს“ მწვრთნელი: „საზონოვისთვის „ლიონში“ გადასვლა წინ გადადგმული 3 ნაბიჯია“

0
47

მოსკოვის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელ მარცხელ ლიჩკას მიაჩნია, რომ საბა საზონოვისთვის „ლიონში“ გადასვლა საფეხბურთო კარიერაში წინ გადადგმული სამი ნაბიჯია.  მან ამის შესახებ არსენ ზახარიანის „ლაციოში“, ხოლო  საზონოვის „ლიონში“ შესაძლო გადასვლის შესახებ საუბრისას აღნიშნა.
„ეს მწვრთნელის სამუშაო, როდესაც შენი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე შესაძლოა წავიდეს. მე როგორც მწვრთნელი ვიტყვი, რომ საბა და ზახარიანი დარჩნენ. თუმცა, ადამიანურად მათ ყოველივე საუკეთესოს ვუსსურვებ, რათა ყველაფერი გამოუვიდეთ. თუ საბა „ლიონში“ გადავა, ეს არა მხოლოდ ნაბიჯი, არამედ მის კარიერაში წინ გადადგმული სამი ნაბიჯია. „ლაციოს“ ისე კარგად არ ვიცნობ, როგორც „ლიონს“ – იუწყება ლიჩკას ნათქვამს რუსული მედია.

ლაშა თაბაგარი