„მილანმა“ რებიჩი „ბეშიქთაშს“ მიჰყიდა

0
63

„მილანმა“ თავდამსხმელი ანტე რებიჩი „ბეშიქთაშში“ გაყიდა. სერბეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა თურქულ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მის სანაცვლოდ „მილანი“ 2 მილიონ ევროს მიიღებს.
„ბეშიქთაშში“ რებიჩის ხელფასი წელიწადში 2,5 მილიონი ევრო იქნება. მან კონტრაქტის გაფორმებისთვის დამატებით 280000 ევრო მიიღო. გარდა ამისა, რებიჩი სტამბოლურ გუნდში ჩატარებული თითო შეხვედრისთვის 10000 ევროს გამოიმუშავებს.
29 წლის სერბი „მილანში“ 2019-2020 წლების სეზონში ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 123 მატჩში 29 გოლი გაიტანა.