ზივზივაძემ გერმანიაში სასტარტოთი და გამარჯვებით დაიწყო

0
63

ბუდუ ზივზივაძემ გერმანიაში ახალია საფეხბურთო სეზონი „კარლსრუეს“ სასტარტოში დაიწყო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის გუნდი მე-2 ბუნდესლიგის პირველ ტურში სტუმრად „ოსნაბრუკს“ შეხვდა და 3:2 გაიმარჯვა. ზივზივაძე მოედანზე პირველი წუთიდან იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის მე-2 წუთზე სტუმრებიდან ანგარიში ვანიტცეკმა გახსნა, ხოლო მე-13 წუთზე ენგელჰრდტმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 35-ე წუთზე ვანიტცეკმა დუბლი შეასრულა და „კარლსრუემ“ პირველი ტაიმი მოიგო.
71-ე წუთზე „ოსნაბრუკიდან“ თავი ტეშჩემ გამოიჩინა. 87-ე წუთზე ბურნიჩმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და „კარლსრუეს“ 3 ქულა მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ ზივზივაძე „კარლსრუეში“ გასული სეზონის მეორე ნახევარში გადავიდა და ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. მან მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი