ბათუმელებმა ვიდაკოვიჩი გაუშვეს და ხარატიშვილი გაანათხოვრეს

0
116

ბათუმის “დინამომ” მეკარე ლუკა ხარატიშვილი “სამტრედიაში” გაანათხოვრა, ხოლო სერბი ნახევარმცველი ვლადან ვიდაკოვიჩი გაუშვა. ამის შესახებ ბათუმელტა პრესსამსახური იუწყება:
“ლუკა ხარატიშვილი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ს.კ “სამტრედიას” ღირსებას დაიცავს. სერბი ლეგიონერი ვლადან ვიდაკოვიჩი ჩვენს გუნდს დაემშვიდობა. საიჯარო ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. წარმატებები ვლადანს საფეხბურთო კარიერის ახალ ეტაპზე”.