ლაშა სალუქვაძე: „საზონოვი 4 მილიონ ევროზე მეტი ღირს“

0
99

საქართველოს ეროვნული გუნდის ექსმცველ ლაშა სალუქვაძეს, რომელიც 21-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელოს შტაბის წევრია, მიაჩნია, რომ საბა საზონოვი 4 მილიონ ევროზე მეტი ღირს.
„ლიონში“ გადასვლა საზონოვისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. საბას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ის ფიზიკურად და ტაქტიკურად ძლიერი ფეხბურთელია. საზონოვი ჯერ ახალგაზრდაა და მას წინ ბევრი კარგი გუნდი ელოდება. „ლიონი“ ჩემპიონთა ლიგაში ხშირად თამაშობს და მისთვის ეს კარგი ვარიანტია. ვიცი, რომ მას შეთავაზებ ევროპის სხვა კლუბებიდანაც აქვს, მაგრამ „ლიონიც“ კარგი ვარიანტია.
შეუძლია თუ არა კონკურენციას გაუძლოს? ამას ზუსტად ვერავინ იტყვის. ვიმეორებ, რომ საზონოვს კარგი პოტენციალი აქვს და ჩემი აზრით კონკურენტუნარიანია. საბა 4 მილიონზე მეტი ღირს“ – იუწყება სალუქვაძის ნათქვამს Metaratings.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, „ლიონს“ საზონოვის შეძენა უნდა და მზაადაა 3-4 მილიონი ევროს გადაიხადოს. საბა სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ აღზრდილია და ამჟამად, მოსკოვის „დინამოში“ გამოდის, სადაც 39 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მას რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისის ბოლომდე აკავშირებს.
ლაშა თაბაგარი