“სამტრედიამ” 9 ფეხბურთელი დაიმატა

0
18

“სამტრედიამ” კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სეზონის განახლებამდე 9 ფეხბურთელი დაიმატა. ამის შესახებ სამტრედიელთა პრესსამსახური იუწყება:
“24 წლის მარჯვენა მცველი ილია ახვლედიანი ჩვენს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. გასულ სეზონში ის “სამგურალში” თამაშობდა.
მალელი ფეხბურთელი თანდინა მაჰარაფა პოზიციით მარჯვენა შემტევია. “სამტრედიას” ის კოსოვოს “ლირიადან” შეუერთდა.
თორნიკე ახვლედიანი ქუთაისის “ტორპედოდან” იჯარის წესით გადმოვიდა და ამხანაგურ მატჩში, “შუქურასთან” სადებიუტო გოლიც გაიტანა.
ქუთაისის “ტორპედოდან” “სამტრედიას”  კიდევ სამი ფეხბურთელი დაემატა – ახალგაზრდა მცველი ჯუბა დვალიშვილი, მეკარე ავთანდილ ლაბაძე და შემტევი ფელაი სანდეი.
2 წლის შემდეგ, სერბი ნახევარმცველი სტრაჰინია პავიშიჩი კვლავ “სამტრედიაში” ითამაშებს. მასთან ერთად, გუნდს მაკედონიელი ალექსანდარ მიშოვი შეუერთდა.
“გაგრადან” “სამტრედიაში” კარიერას როინ ოდიშელიძე გააგრძელებს. ოდიშელიძე ტრავმირებულია და გუნდთან ერთად ვარჯიშს მალე განაახლებს”.